- Advertisement -

სვირში წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ საძოვრებს დღეს აპროტესტებენ

სვირში, წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ საძოვრებს დღეს აპროტესტებენ. ადგილობრივები ქუჩაში არიან გამოსულები და დახმარებას ითხოვენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ არ იცოდნენ საძოვრები წინა ხელისუფლების დროს თუ გაიყიდა. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი "აიპრესთან" ასე აცხადებს.

"ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია თუ ტერიტორია წინა ხელისუფლებამ გაყიდა, დაახლოებით სამი წელია რაც ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების განთავსება დაიწყეს მესაკუთრეებმა. გასაგებია, რომ წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, მაგრამ ამ ხელისუფლებას სოფლის მოსახლეობის წინაშე ვალდებულა აქვს სოფელს დაეხმაროს და ჩვენი პრობლემებით დაინტერესდეს, თუ ტერიტორია იმ დროს არაკანონიერად გაიყიდა, მიმართოს საგამოძიებო უწყებას. სოფელს უნდა შეუნარჩუნდეს საძოვარი, ამაში ხელისუფლება უნდა დაგვეხმაროს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ტერიტორია 2011 წელს გაიყიდა, მაშინ სოფელში რამდენიმე ადამიანს აცნობეს ამის შესახებ, თუმცა ეს არაფერს ცვლის, ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა"- აცხადებს სოფელ პირველ სვირში მცხოვრები სპარტაკ კაპანაძე.
 
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია გაიმართა ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში. ადგილობრივების განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ სოფელს პირუტყვისთვის განკუთვნილი საძოვარი გაუყიდა.

მათი განცხადებით, სოფელში მაცხოვრებლებს არ აქვთ შესაძლებლობა პირუტყვი მინდორში გაიყვანონ, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო ბიზნესმენებმა სხვადასხვა ობიექტები განათავსეს. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს და აცხადებენ რომ სოფელი დროდადრო იცლება, ეს ფაქტი კი სოფლის მოსახლეობას იძულებულს ხდის საცხოვრებელი სახლები დატოვონ.

როგორც სოფლის გამგებელი გელა კაპანაძე აცხადებს, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, პრობლემის მოგვარება კი ადგილობრივ გამგეობას არ შეუძლია რადგან ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა

Comments
Loading...