- Advertisement -

სირიაში პანკისის ხეობიდან წასული ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა

დაბომბვის შედეგად ცოლ-ქმრისა და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

აღნიშნული ინფორმაცია “აიპრესს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, სადაც განგვიცხადეს, რომ შემთხვევა დაახლოებით 1 წლის წინ მოხდა.

34 წლის აღაზა ბორჩაშვილის,მისი მეუღლის, 35 წლის კახა ტოხოსაშვილის და მათი მცირეწლოვანი ვაჟის დაღუპვის გამო პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოსა და ბირკიანში ბორჩაშვილებისა და ტოხოსაშვილების ოჯახები სამძიმარს დღეს დილიდან იღებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახით 4 წლის წინ წავიდა.
მოგვიანწბით კი მეუღლე და შვილიც წაიყვანა. გარდაცვლილი აღაზა ბორჩაშვილი სირიაში წასვლამდე დუისის საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

კახა ტოხოსაშვილი ე.წ ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა.

Comments
Loading...