- Advertisement -

სიღნაღელი 23 შეჭირვებული აბიტურიენტი “ევროპის უნივერსიტეტში” უფასოდ ისწავლის

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივითა და მხარდაჭერით დღეს ევროპის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა კანდელაკიშვილმა მოაწერეს ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის შეჭირვებული ოჯახებიდან ( ჯამში 23) მოსწავლის (აბიტურინტის) ოთხი წლის განმავლობაში უფასო უმაღლესი განათლების მიღებას. ეროვნულ გამოცდაზე გრანტის მიღების შემთხვევაში თანხა სტუდენტს უკან დაუბრუნდება სტიპენდიის სახით.

ევროპის უნივერსიტეტი 2014 წელს დაარსდა,ამჟამად წარმოდგენილია 3 ფაკულტეტით, 18 სასწავლო პროგრამითა და 2 სასწავლო კორპუსით. უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესორ- მასწავლებლებით.უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზით, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკითა და შესაბამისი პროგრამებისთვის აუცილებელი ინვენტარით. დაწესებულება სრულიადაა ორიენტირებული სტუდენტებზე. სასწავლებელი საუნივერსიტეტო გრანტებსა და საზღვარგარეთ სწავლების შესაძლებლობასაც იძლევა.

Comments
Loading...