სიღნაღის მერიასა და თბილისის სასწავლო უნიერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა სიღნაღის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 ივნისი, 2018 130 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობა) პრაქტიკებს უფასოდ გაივლიან. ადგილობრივი თვითმმართველობა პარქტიკანტს უკეთესი შედეგისთვის მენტორს დაუნიშნავს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თეიმურაზ ბალარჯიშვილმა და შპს „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორმა ლევან ჯანგულაშვილმა მოაწერეს.