- Advertisement -

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა სოფელ ჯუგაანში საუბნო გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 521 ლარით ფინანსდება, ორი სახიდე გადასასვლელის და 537 მეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. 

საუბნო გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება. განახლებული გზით სოფლის ორმოცამდე ოჯახი ისარგებლებს.
 

Comments
Loading...