- Advertisement -

სიღნაღიში, სოფელ ანაგის სკოლაში ღია გაკვეთილს საფრანგეთიდან პროფესორი წარუძღვა

2015 წელს ქალაქ სიღნაღსა და საფრანგეთის ქალაქ შატონეფს შორის დაძმობილების ქარტია გაფორმდა. 2013 წლიდან ადვოკატისა და მეცენატის ბატონ ჟერარ ჟერმანის ინიციატივით შატონეფისა და სიღნაღის დაახლოებით მრავავალი ვიზიტი, კულტურული და სხვადასხვა სახის გაცვლითი ღონისძიებები დაიგეგმა. სწორედ ამ ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში 23 მარტს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში, სადაც ფრანგული ენა ისწავლება, skype-ის საშუალებით 5-6 კლასთან პირველი ღია გაკვეთილი ჩატარდა. საფრანგეთიდან მეცადინეობას უძღვებოდა პროფესორი ჟისლენი.

საფრანგეთიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად გაკვეთილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი, მერი გიორგი გოგილაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროგრამის ფარგლებში ბავშვები კვლავაც მიწვეულები არიან შატონეფში ფრანგული მასტერკლასისათვის.ეს გაკვეთილები ხელს შეუწყობს ფრანგული ენის ცოდნის განმტკიცებას

Comments
Loading...