- Advertisement -

სიღნაღში გამოფენა “კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები” გაიხსნა

დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი გამოფენა-„კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები-ქართული დაზგური ფერწერის დასაწყისიდან XX საუკუნემდე“ გაიხსნა.

გამოფენაზე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, სიღნაღის მუზეუმის მენეჯრმა მარიამ ინანაშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა მიმართეს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ორმოცდაოთხი ფერწერული ნამუშევარი-სამეფო კარის წარმომადგენელთა პორტრეტები, ტფილისური პორტრეტული სკოლის ნიმუშები.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალა ასეთი მასშტაბით პირველად გამოიფინა.

გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორს ირინა არსენიშვილის 75 წლის იუბილეს ეძღვნება.

Comments
Loading...