- Advertisement -

სიღნაღში დედაენის დღე აღინიშნება

14 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება.

11:00 საათზე ბანერებით -„ჩემი ასობგერები“, „ვეფხისტყაოსანი“ და დროშებით ქალაქის მასშტაბით, საყოველთაო მსვლელობა მოეწყობა.

12:00 საათზე აღმაშენებლის მოედანზე საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობთ კონცერტი ჩატარდება.

„დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის და ა(ა)იპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდება.

Comments
Loading...