- Advertisement -

სიღნაღში დენდროლოგიური პარკის და საფეხმალო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ სიღნაღში დენდროლოგიურ პარკთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტის რეაბილიტაციის ფარგლებში , გაიწმინდება საფეხმავლო გზა, დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, მოეწყობა გარე განათების თანამდეროვე სისტემა, პარკში სკამები და დასასვენებელი ზონები განთავსდება.

ასევე, პარკში დაგეგმილია ახალი ფიტნეს ზონის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომელზეც 257 844 ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიუტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა დაათვალიერეს.
 

Comments
Loading...