- Advertisement -

სიღნაღში ელენე ახვლედიანისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

სიღნაღის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სიღნაღში ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განახლებული ექსპოზიციების პრეზენტაცია გაიმართა.

მუზეუმის მოწვეულს სტუმრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა სიტყვით მიმართა. დავით ლორთქიფანიძემ მუზეუმის, როგორც რეგიონის, ასევე ზოგადად, საქართველოს მასშტაბით კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიღნაღის მუზეუმი, გარდა სამუზეუმო კოლექციებისა, მასპინძლობდა სხვადასხვა ინტიტუციებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს

Comments
Loading...