სიღნაღში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება სიღნაღის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 17 მაისი, 2018 269 18 მაისს, ეროვნული სამოსის დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტიც შეუერთდება. ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები მთელ ქალაქს , მათ შორის ტურისტულ ლოკაციებს მოივლიან და სიღნაღის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრებიან. მსვლელობის დასრულების შემდეგ, აღმაშენებლის მოედანზე, აქციის მონაწილეები ფოლკლორულ ნომრებს წარმოადგენენ. მსვლელობაში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს და ტურისტს შეუძლია. კოსტუმირებული მსვლელობა აღმაშენებლის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება.