- Advertisement -

სიღნაღში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

22 ივნისს, ქალაქ სიღნაღში ა(ა)იპ „სამუსიკო-სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ ორგანიზებით, კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მუსიკალური ათწლედის გამოსაშვები კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. კონცერტზე შოპენის, ჩედრინის, პროკოფიევისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები გაჟღერდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა სკოლის დირექტორს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

სიღნაღის ეროვნული მუზეუმის მენეჯერმა, მარიამ ინანაშვილმა კონცერტის მონაწილეებს და მათ პედაგოგს, თინათინ ნაცვლიშვილს საჩუქრები და მუზეუმის მოსაწვევი ბარათები გადასცა.

„ სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელს უამრავი წარმატებული პიანისტი გაუზრდია. იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ ჩვენ ენერგიას არ ვიშურებდით, რომ ბავშვებისთვის ცოდნა მიგვეცა. დღევანდელ კონცერტში მონაწილე მოსწავლეები გამორჩეულები არიან, მუსიკალურიები და ნიჭიერები. მათ იციან ხელოვნების ფასი,“-აღნიშნა სამუსიკო-სახელოვნებო გაერთიანების დირექტორმა, თინათინ ნაცვლიშვილმა.
 

Comments
Loading...