- Advertisement -

სიღნაღში, საჯარო სამსახურის ბიუროს ექსპერტთან შეხვედრა გაიმართა

2 აპრილს საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და GIZ-ის პროგრამის „ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში“ ორგანიზებით, ბიუროს ექსპერტ ნინო ნანიკაშვილსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მენეჯერული პოზიციის საჯარო მოხელეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

ბიუროს ექსპერტმა ტრენინგზე დეტალურად ახსნა შუალედური და საბოლოო შეფასების პროცედურები მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავჯდომარის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ,,შეფასების წესის“ მიხედვით.
საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო სამსახურის კანონის თანახმად, ყველა საჯარო ორგანიზაცია ვალდებულია 2018 წლიდან პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასება განახორციელოს.

Comments
Loading...