- Advertisement -

სიღნაღში, სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

სამუშაოების მიმდინაროებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სიღნაღის მერთან, გოგი გოგილაშვილთან ერთად გაეცნო.

არსებული, ერთსართულიანი ამორტიზებული შენობა რამდენიმე წლის წინ დაიხურა. პროექტის ფარგლებში, მოხდა ძველი შენობის სრული დემონტაჟი და მის ადგილას შენდება ორსართულიანი საბავშვო ბაღი.

პროექტის ფარგლებში კეთდება შიდა და გარე სამუშაოები, მოხდება ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Comments
Loading...