სიღნაღში, სოფელ ბოდბისხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა სიღნაღის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 13 თებერვალი, 2018 301 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. სოფელ ბოდბისხევში ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი წნორის „არიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სმინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძმე დაზიანება გამოიწვია.