სიღნაღში, სოფელ ბოდბისხევში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 1 დეკემბერი, 2017 460 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მიმდინარე სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი გოგილაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მასზე სულ 367 500 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს შ.პ.ს. "მამკო“ ასრულებს და უახლოეს მომავალში დასრულდება. სულ მალე 80 ბავშვზე გათვლილი, ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის შენობა აღსაზრდელებს მიიღებს.