- Advertisement -

სიღნაღში, სოფელ ზემო ბოდბეს მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის გამო აქციას მართავს

ადგილობრივები თავდაპირევლად სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ, მათ მთავარ მოთხოვნას სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება წარმოადგდნს.

ადგილობრივების განცხადებით, სოფლის კუთვნილი წყალსადენიდან სიღნაღი მარაგდება,რის გამოც მათ წყალი სამ დღეში ერთხელ რამდენიმე წუთით მიეწოდებათ.
ამ წუთებში ადგილობრივებმა წყალსადენთან გადაინაცვლეს,სადაც სიღნაღთან დამაკავშირებელი ხაზი გადაკეტეს და წყალი სოფელში გაუშვეს.

"12 წელია გვატყუებენ,უწყლოდ ვართ.სამ დღეში ერთხელ მოდის წყალი 20 წუთით.ამ სიცხეში უწყლოდ ყოფნა შეიძლება? ჩვენ წინააღმდგები არ ვართ,მისცენ წყალი სიღნაღსაც,მაგრამ ჯერ სოფელი დააკმაყოფილონ.არ შევწყვეტთ პროტსეტს.წყალ მომარაგების მენეჯერი,მარტია მაზიაშვილი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს წყალს,ჩვენ ამას არ მოვითმენთ,ვითხოვთ წყალს." განაცხადა ადგილობრივმა გიორგი კაღაშვილმა .

სოფელ ზემო ბოდბეს წყალსადენთან პოლიციაა მობილიზებული.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვის ცენტრის მენეჯერის განცხადებით კი ტემპერატურის მატების გამო წყლის მარაგი შემცირებულია და ზემო ბოდბეს მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.

"წინა თვებში ყოველდღე მიეწოდებათ წყალი,ეხლა სიცხის გამო მარაგი აღარ გვაქვს და ამიტომ უბნების მიხედვით სამ დღეში ერთხელ ვუშვებთ წყალს.ეს შეთანხმებყლია ყველა პასუხიმგებელ პირთან." -განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმლმარაგების კომპანიის სერვისცენტრის მენეჯრემა,მარტია მაზიაშვილმა

Comments
Loading...