- Advertisement -

სიღნაღში სოხუმის დაცემის, ხსოვნის და იმედის დღე აღინიშნეს

ვეტერანებმა თანამებრძოლების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
ღონისძიება საქართველოს ფერმერთა პროფკავშირის და ქიზიყელ ვეტარანთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.

“ზუსტად 25 წლის წინ, 27 სექტემბერს,სოხუმი ქართველებისგან დაიცალა.
მას შემდეგ 27 სექტემბერი ენგურსაქეთა საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა, ენგურს იქით კი – ქართველებზე გამარჯვების დღე.

25 წლის წელი გავიდა აფხაზეთის ომის დასრულებიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა თაობები, ომი დღემდე რჩება მოუშუშებელ ტკივილად, ქედს ვიხრით ცოცხალი გმირების წინაშე. დღეს ჩვენ სიყვარულის ქალაქიდან მსოფლიოს გზავნილი გავუკეთეთ;რუსეთი ოკუპანტია”, – განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას ღონისძიების ორგანიზატორმა, ნინო გოგოლაშვილილმა.

Comments
Loading...