- Advertisement -

სიღნაღში შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

28 მაისს, ათლეტიზმის ეროვნული ფედერაციის და ა(ა)იპ „კომპლექსური სასპორტო სკოლების გაერთიანების“ ორგანიზებით, სიღნაღში ლეგენდალური სპორტსმენის, მსოფლიო ჩემპიონის შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი წოლჭიმში ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა ყველა ასაკობრივი და წონითი კატეგორიების ორმოცდათორმეტმა სპორტსმენმა მიიღო.

ტურნირი გუნდურად და პერსონალური შემადგენლობებით მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ სიღნაღელმა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ჯიმი ნანდოშვილმა (83კგ წონითი კატეგორია), 197,5 კგ ასწია, საქართველოს რეკორდი მოხსნა და ახალი რეკორდი დაამყარა.

კოეფიციენტის მიხედვით, შეჯიბრის აბსოლუტური ჩემპიონი ჯიმი ნანდოშვილი გახდა, რომელსაც შოთა ბეჟაშვილის სახელობის თასი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა გადასცა.

ტურნირში 24 სპორტსმენი ოქროს, 14-ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო გუნდური პირველობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გუნდს ერგო.

Comments
Loading...