- Advertisement -

სლოვენიაში უეფას მოყვარულთა ტურნირში ფოთის გუნდი “ჭაბონამა” იასპარეზებს

უეფას მოყვარულთა ტურნირის, რეგიონთა თასის ჯგუფური ეტაპის თამაშებში, ფოთის გუნდი „ჭაბონამა“ იასპარეებს, რომელიც 2017 წელს საქართელოს მოყვარულთა თასის მფლობელი გახდა. ტურნირი სლოვენიაში ივნისის დასაწყისში გაიმართება.

ფოთელ ფეხბურთელთა მეტოქეეები სლოვენიის „მარიბორი“, რუმინეთის „ბუზაუ“ და შოტლანდიის „ცენტრალ სკოტლანდი“ იქნებიან, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში საუკეთესო სამოყვარულო გუნდები არიან. 5 ივნისს ფოთელები სლოვენიელებს დრაბოგრადის „სპორტ ცენტრში“ შეხვდებიან. ამავე სტადიონზე 8 ივნისს – რუმინელებს, ხოლო 11 ივნისს, ველენიეს „ობვეზერუს“ არენაზე – შოტლანდიელებს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიურად ვემზადებით, ერთმუშტად შეკრული გუნდი ვართ. მაქსიმალურად ვცდილობთ წარმატებას მივაღწიოთ, ვასახელოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა. 29 მაისს ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით ლაგოდეხში მივდივართ, სადაც 4-5 დღიანი შეკრება გვექნება,იქიდან უკვე სლოვენიაში გავემგზავრებით“_ განაცხადა გუნდის კაპიტანმა, გიორგი ტყებუჩავამ.

Comments
Loading...