- Advertisement -

სოზარ სუბარი: შანტაჟით ბინების გადანაწილება არ ხდება

დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, შიმშილობით ბინების გადანაწილება არ ხდება,- ამის შესახებ სუბარმა ჟირნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
 
მინისტრის თქმით, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველა დევნილი მოდევნო 3-5 წლის განმავლობასი საცხოვრებელ ფართს მიიღებს.
 
„ზუგდიდში დაწყებულია ათი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან 4 მალე დასრულდება. მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გრძნონებზე ითანაშონ. ბინების გადანაწილება მკაფიოდ გაწერილია კრიტერიუმებით.
 
წინა წლებში შანტაჟს შედეგი არ მოჰყოლია და ახლაც ასე იქნება. გეგმა, რომელი შენობები უნდა დავხუროთ და რამდენქულიანმა უნდა მიიღოს ბინა ამ ეტაპზე, არ შეიცვლება და ამას ვერ დააჩქარებს ისეთი კარვის გაშლა“, – აღნიშნა სუბარმა.
 
Comments
Loading...