- Advertisement -

სოფელ ანაგის მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის 700 მეტრიანი გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ ზამთრის პერიოდში არა მხოლოდ ტრანსპორტით, ფეხით გადაადგილებასაც ვერ ახერხებენ.

მოსახლეობის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება წლებია პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

"წვიმების დროს გზაზე წყალი მოდის. სახლამდე სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მოდიან, რამდენადაც გზა ურთულეს მდგომარეობაშია. ეს სოფლის ერთ- ერთი შიდა ცენტრალური გზაა, სადაც სანიაღვრე არხები სანატრელი გვაქვს. განცხადება გავაგზავნეთ პრემიერმინისტრის სახელზე, რომ პრობლემის მოგვარება დაჩქარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკიდურეს ზომებს მივიღებთ და აქციებს გავაგრძელებთ", – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა, ნინო გოგოლაშვილმა.

აქცის მონაწილეებმა წერილობით პრემიერმინისტრსაც მიმართეს. უყურადღებობის შემთხვევაში კი, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ.

Comments
Loading...