- Advertisement -

სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობი იწვის

სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობი იწვის. ხეობაში დილიდან დიდი დაკვამლიანებაა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 12 კილომეტრში გავრცელდა და ის ხმელ ხეებს და ბალახს უკიდია. ხანძარსაწინააღმდეგო პროცესს მიუვალი ადგილები ართულებს, რის გამოც ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ მიდიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიის დაზვერვითი სამუშაოები გამთენიისას განხორციელდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.

Comments
Loading...