- Advertisement -

სოფელ ბარდნალაში მცირე ჰესის “ხელედულა 3”-ის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

მცირე ჰესის " ხელედულა 3"-ის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში.მოსახლეობამ კარვები გაშალა, პროტესტის ნიშნად ხუთი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა რეგიონში ტექნიკის შემოყვანა გააპროტესტეს. სოფელ წანაშის მოსახლეობა აცხადებს რომ კომპანია აპირებს სპეც ტექნიკის შეყვანას სვანეთში. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიას ჰესის მშენებლიბის დაწყების უფლებას არ მისცემენ.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, განადგურდება უნიკალური ჯიშის კალმახი და დაზიანდება სახლები, შლამით დაიფარება ხეობა, დაიკარგება სასმელი წყალი. მოსახლეობა ამბობს, რომ არცერთ პირობას არ დათანხმდება და კომპანიას ჰესის აშენების უფელებას არ მისცემს.

Comments
Loading...