- Advertisement -

სოფელ ვეჯინში ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა 57 160 ლარით აფინანსებს.

გამგეობაში განმარტავენ, რომ სოფლის ამბულატორიის შენობას რამდენიმე ათეული წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, ამიტომაც მისი ავარიული მდგომარეობის გამო გადაწყდა ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა.

,,ძველი შენობა ძალიან იყო დაზიანებული, შესაცვლელი იყო იატაკი, სახურქვი, დაბზარული იყო კედლები, აქედან გამომდინარე გადაწყდა ახალი თანამედროვე სტანდარტების ამბულატორიის აშენება, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისად და მთელ სოფელს მოემსახურება.,, – განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა, ზვიად ბიაშვილმა. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ვეჯინის ამბულატორიის მსგავსად სავალალო მდგომარეობაში ოყო სოფლების ბაკურციხისა და ახაშნის ამბულატორიები.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, ბაკურციხის ამბულატორიას რეანულიტაცია ჩაუტარდა, ხოლო ახაშნის ამბულატორიის რეაბილიტაცია სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება.

Comments
Loading...