- Advertisement -

სოფელ იორმუღანლოს სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი სკოლის დირექტორს სასამართლოში უჩივის. 

თეა გურგენიძემ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანა. მოსარჩელე მხარე პედაგოგის გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და სამსახურში მის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს. გურგენიძის ადვოკატისთვის სკოლის დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილება მიუღებელია. ნათია ქაჯაიას თქმით, მტკიცებულება, რომ თეა გურგენიძემ მოსწალეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის სამსახურიდან გაუშვეს, არ არსებობს. 

ცნობისათვის, თეა გურგენიძის გათავისუფლება რამდენიმე კვირის წინ სკოლის მოსწავლეებმა გააპროტესტეს და სოფელში კარვები გაშალეს.

Comments
Loading...