- Advertisement -

სოფელ კავთისხევში სალამურის დიდოსტატი, ომარ კელაპტრიშვილისმ სახლ-მუზეუმის დაარსებიდან 15 წლისთავი აღინიშნა

5 ოქტომბერს სოფელ კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმის დაარსებიდან 15 წლისთავი აღინიშნა.

„სალამურს ენა ჩავუდგი, ბულბულის ყელის დარადა, სული ჩავბერე, ამღერდა ქართველთა გასახარადა. ღმერთო! ეს ჰანგი მიკურთხე აცოცხლე აწ და მარადა“ – წერდა სალამურის დიდოსტატი სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული ხელოვანი, საქართველოს სახალსო არტისტი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ანსამბლ „რუსთავი“-ს უცვლელი სოლისტი ომარ კელაპტრიშვილი.
მან დაარსა ანსამბლი „იავნანა“, რომელსაც შემდგომში მის საპატივსაცემოდ „კელაპტარი“ ეწოდა.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ხელოვანის მეუღლე ციმი კელაპტრიშვილი, რომლის უდიდესი დამსახურებაა მუზეუმის არსებობა და აქ გამართული ხელოვნების ზეიმის საღამოები. ომარ კელაპტრიშვილისა და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს ანსამბლ „რუსთავი“ს ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა, ქართული ცეკვის ჯადოქარმა ფრიდონ სულაბერიძემ, ანსამბლ „კელაპტარი“ს წევრებმა. დამსწრე საზოგადოებას სახლ-მუზეუმის 15 წლისთავი მიულოცა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ. ხელოვანმა 28 წელიწადი სცენაზე იმოღვაწა, მსოფლიო აღიარებები და ყველაზე დიდი ჯილდო – ხალხის სიყვარული დაიმსახურა. დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით კასპის კულტურის ცენტრს მისი სახელი მიენიჭა და ბიუსტი აღიმართა.

მან ადგილი უკვდავების ბაღშიც დაიმკვიდრა, მისი ბიუსტი დედაქალაქში მისსავე სახელობის სკვერშიც დაიდგა.
საიუბილეო საღამოზე საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს ბიჭუნათა ანსამბლმა „მართვე“-მ,„კელაპტარმა“, სოფელ კავთისხევის კულტურის სახლის ხალხურ საკრავთა ჯგუფმა და ომარ კელაპტრიშვილის ძმისშვილიშვილებმა და-ძმა კელაპტრიშვილმა.

Comments
Loading...