- Advertisement -

სოფელ კისისხევის მოსახლეობა 4 თანასოფლელის დაკავებას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მოსახლეობას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში თელავი-გურჯაანის საავტომობილო გზა ჰქონდა გადაკეტილი.

კისისხევის მოსახლეობა საპროტესტო აქციას ამ წუთებშიც მართავს და ოთხი თანასოფლელი ახალგაზრდის გათავისუფლებას ითხოვს, რომელთაც თელავის სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი სამი წლის წინ მოხდა, როდესაც ქუჩაში მყოფი ორი ახალგაზრდა სამართალდამცველმა საეჭვოდ მიიჩნია და განყოფილებაში გადაყვანა დაუპირა.

აღნიშნულ ფაქტს შეესწრო კიდევ ორი მამაკაცი, რომელთაც სიტყვიერად გააპროტესტეს პოლიციელის მითხოვნა, რასაც სამართალდამცველის ხრიდან დამატებითი ძალების გამოძახება მოჰყვა და ოთხივე ახალგაზრდის დააკავეს. ახლობლების ინფორმაციით, ხუთდღიანი პატიმრიბის შემდეგ ახალგაზრდები გაათავისუფლეს და სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. დღეს კი სასამართლოზე ყველა მათგანს კვლავ პატიმრობა შეეფარდა. აქციის მონაწლეები პატიმრობის შეცვლას გირაოთი ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია,რომელმაც ამ წუთებისთვის გზის გახსნა მოახერხა და მოძრაობა აღდგა.

Comments
Loading...