- Advertisement -

სოფელ კუმურდოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ჩავიდა

ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოძე იმყოფება და სოფელში შექმნილი ვითარების გარკვევას ცდილობს.

"მეორე წელიწადია აქ მუშაობა მიდის და არანაირი პრობლემა არ ყოფილა და არ ვიცი, ახლა რატომ მოხდა. ამიტომ ჩამოვედი ზუსტად, რომ გამერკვია ყველაფერი დეტალებში. უპრობლემოდ მუშაობდნენ და მე ვფიქრობ, რომ უპრობლემოდვე გაგრძელდება მუშაობა", – განუცხადა "რუსთავი 2"-ს ანთიძემ.

"აიპრესის" ინფორმაციით, სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და დაცვის პოლიციას შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მოსახლეობამ მეათე საუკუნის ტაძრის ეზოში შეჭრა სცადა, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა, რადგან ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისაა და მას დაცვის პოლიცია იცავს.

დაპირისპირების შედეგად დაშავებულები არიან პოლიციელები, ხოლო საპატრულო პოლიციის მანქანები დაზიანდა.

დაცვის პოლიციასთან დაპირისპირების გამო, სიტუაციის განმუხტვაში ჩაერთო ადგილობრივი პოლიციაც, რასაც ადგილობრივების მხრიდან ქვების დაშენა მოჰყვა, სწორედ ამ დროს დაზარალდა რამდენიმე პოლიციელი და საპატრულო მანქანა.

Comments
Loading...