- Advertisement -

სოფელ ლაშეში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჩხირიმელამ გზის ნაწილი წაიღო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში, რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ჩხირიმელა ადიდდა და სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო.

ტერიტორიაზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

აღნიშნული სოფლის გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს, რის გამოც ხარაგაულის ცენტრში მანქანები შემოვლითი გზით მოძრაობენ.

იმერეთის გუნერნატორის, გივი ჭიჭინაძის განცხადებით, გზის აღდგენითი სამუშაოები გამოდარების თანავე დაიწყება.

Comments
Loading...