- Advertisement -

სოფელ ლელიანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება. უკვე შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა.

დაგეგმილია ასევე შენობის გარე ფასადის მოპირკეთება, ელექტროგაყვანილობის გამოცვლა, სცენის აღდგენა და პანდუსის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქეას" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაოების პირველი ეტაპისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო, "ქეა" კი დაახლოებით 62 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

Comments
Loading...