- Advertisement -

სოფელ ლელიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ლელიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი კი შენობის სრულ აღდგენას ითვალისწინებს.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლექსო და მეგობრები“ და „ლელი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „CARE” –ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი ბოკერიამ დაათვალიერა.

Comments
Loading...