- Advertisement -

სოფელ ლელიანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ ლელიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო. სარემონტო სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

პირველ ეტაპზე შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი კი ხვალ დილიდან დაიწყება, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული აღდგენა მოხდება.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლექსო და მეგობრები“- და „ლელი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „CARE” –ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

 
Comments
Loading...