სოფელ ლეწურწუმეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 2 ოქტომბერი, 2018 70 სოფელ ლეწურწუმეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ლეწურწუმეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ნაკიფუ-ჩხოროწყუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის 3 კმ. მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ასევე ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების, ბეტონის კიუვეტების, გაბიონების მოწყობას და ახალი ხიდის მშენებლობას. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2 396 069 ლარით ფინანსდება. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. გზამერიჩხოროწყუ