- Advertisement -

სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტ-კომპლექსი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარმა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გახსნეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 1.5 მილიონი ლარია.

პროექტი ითვალისწინებდა კომპლექსის სრულად განახლებას, ეზოსა და მინი სტადიონის მოწყობას, ასევე – სოფელ მატანში 1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას.

სოფელ მატანში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, სპორტ-კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

Comments
Loading...