- Advertisement -

სოფელ მაჩხაანში გამწვანების აქცია გაიმართა

7 აპრილს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით, სოფელ მაჩხაანში გამწვანების აქცია გაიმართა. გამართულ აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და სოფლის მაცხოვრებლებმა მიიღეს.

სამოცი ძირი წიწვოვანი ნერგი სათამაშო მოედნის, ორი დასასვენებელი სკვერის, ტაძრის და „ფანიანის“ მიმდებარე ტერიტორიებზე განაწილდა.

2018 წელს გამწვანების აქცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში იგეგმება.

Comments
Loading...