- Advertisement -

სოფელ მაწიმიდან ორი დღის წინ დაკარგული ქალი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმიდან ორი დღის წინ დაკარგული ქალი იპოვეს.

პოლიციისა და მოსახლეობის ერთობლივი ორდღიანი ძებნის შემდეგ, სოკოს საკრეფად წასული 60 წლის ქალბატონი ტყეში იპოვეს.

სოფელ მაწიმში ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენლის, გიორგი კევლიშვილის ინფოემაციით, ქალი თავს კარგად გრძნობს და მალე სახლში დააბრუნებენ.

Comments
Loading...