- Advertisement -

სოფელ მეტეხის საბავშო ბაღი ახალ შენობაში განთავსდა

სოფელ მეტეხის საბავშო ბაღის 60 აღსაზრდელებმა, პედაგოგებმა და მომსახურე პერსონალმა ახალმოსახლეობა იზეიმა.

ყოფილი საბავშო ბაღის შენობა შეუსაბამო იყო იმ მოთხოვნილებებთან, რაც სკოლამდელი დაწესებულებისთვისაა საჭირო. ბაღში აღსაზრდელთა ორი ჯგუფი ფუნქციონირებს, მათ სამი პედაგოგი, სამი ძიძა და დამხმარე პერსონალი ემსახურება. ორსართულიან შენობაში შექმნილია ყველა სათანადო პირობა, აქვს ეზო სადაც განთავსებულია ბავშვთა გასართობი საშუალებები.

საბავშო ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა, მადლობა გადაუხადეს საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი მეზურნიშვილს და მუნიციპალიტეტის მერს მანუჩარ მერებაშვილს, რომელთა ძალისხმევითაც გაიუმჯობესეს პირობები.
საბავშო ბაღი ირაკლი მეზურნიშვილმა და მანუჩარ მერებაშვილმა გახსნეს.

 

Comments
Loading...