- Advertisement -

სოფელ ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი და ერთი სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

Comments
Loading...