სოფელ რუისპირში “ნაცმოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატის ბანერი და პლაკატები დააზიანეს თელავითელავის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 სექტემბერი, 2021 16 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ,,ნაციონალური მოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატის ბანერი და პლაკატები დააზიანეს. აღნიშნულ ინფორმაციას მერობის კანდიდატი თავად ავრცელებს. მისი თქმით, საარჩევნო მასალებს შავი საღებავი აქვს დასხმული. გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ დაზიანებული წინასაარჩევნო მასალა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინ არის განთავსებული.