- Advertisement -

სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა 8 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქე მსუბუქი ავტომობილით ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

Comments
Loading...