სოფელ რუხში 22 მარტიდან დაკარგული 87 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს ipressზუგდიდის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 26 მარტი, 2019 102 ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ რუხში 22 მარტიდან დაკარგულ 87 წლის თალიკო პატარაიას ცხედარს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს. „22 მარტიდან,როგორც კი მივიღეთ შეტყობინება ქალბატონს ვეძებდით,ჩართული იყო ყველა სამსახურები საგანგებო რეჟიმში“,- აცხადებენ უწყებაში. სავარაუდოდ, მოხუცს ტალახში ფეხი ჩარჩა და ამოსვლა ვერ მოახერხა. ბოლოს კი ის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ საზღვართან ნახეს. ბებოდაკარგულიზუგდიდი