- Advertisement -

სოფელ სამთავისის გზისკეთილმოწყობა მალე დასრულდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში გზის ასფალტირების სამუშაოები, შიდა ქართლის რწმუნებულ–გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა დაათვალიერეს. 

გზის სიგრძე 1 075 გრძივი მეტრია, რომლის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 “აწარმოებს. პროექტი ხორციელდება რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. გზის კეთილმოწყობაზე 602 876 ლარი დაიხარჯება.

გზის ირგვლივ მდებარეობს სამთავისი – კასპის ეპარქია და სამთავისის ტაძარი, სადაც მრევლთან და მოსახლეობასთან ერთად ტურისტებიც გადაადგილდებიან. ამდენად აღნიშნული გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია.

სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხის ინსპექტირებას შ.პ.ს. „ოპტიმალგრუპ +“- ი ახორციელებს.

Comments
Loading...