- Advertisement -

სოფელ სასირეთის ბავშვთა საფეხბურთო გუნდი “იმედი” შიდა ქართლის ტურნირის გამარჯვებულია

სოფელ სასირეთის ფეხბურთის ბავშვთა გუნდი "იმედი", შიდა ქართლის რეგიონის "მეგობრობის თასი"-ს ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელი გახდა. 

გამარჯვებულ გუნდს, კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა გამარჯვება მიულოცა, თასი გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

გუნდის ყველა მონაწილე ტურნირის პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა, რომელიც მონაწილეებს მერიის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა შოთა გოგიაშვილმა გადასცა.

"იმედი"-ს მწვრთნელმა ზურაბ ბეჟიტაშვილმა, მუნიციპალიეტტის მერიას მადლობა გადაუხადა ტურნირში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის.
 

Comments
Loading...