- Advertisement -

სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბი კეთდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისი-სამტრედიის სარკინიგზო ხაზის ქვეშ, სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბი კეთდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად.
გვირაბის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა, ვინაიდან 8 კილომეტრი გზის შემოვლით უწევდათ სოფლის ცენტრთან და სოფელ მუხიანთანდ დაკავშირება.

სამუშაოების 60 % უკვე შესრულებულია და მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემები წლის ბოლოდან აღარ ექნება.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 300 000 ლარამდეა.
 

Comments
Loading...