- Advertisement -

სოფელ ქვემო ხანდაკში მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტში დაიწყო ზაჰესი – მცხეთა – კავთისხევი – გორის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მე-6 კილომეტრიდან, სოფელ ქვემო ხანდაკში მემორიალამდე მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს ბეტონის კივუეტების, გზის გადამკვეთებზე ლითონის ცხაურების და ეზოში შესასვლელების ლითონის მილით მოწყობას. ორფენიანი ასფალტის დაგების შემდეგ კი საგზაო ნიშნების დაყენება და გზის დახაზვა მოხდება. გზის სიგრძე 3170 გრძივ მეტრია.

სამუშაოები1 408 041 ლარით ფინანსდება კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გზები და კეთილმოწყობა“ ასრულებს. ამჟამად მიმდინარეობს გზის მოფრეზვის და წინა მოსამზადებელი სამუშაოები – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარაიდაშვილმა.

Comments
Loading...