- Advertisement -

სოფელ ღორჯომში სასმელი წყლის ავზში, რომლითაც სკოლა და ბაღი მარაგდება მოქალაქემ ქვეწარმავალი და ამფიბიები იპოვა

ხულოში სოფელ ღორჯომში სასმელი წყლის ავზში, რომლითაც საბავშვო ბაღს, სკოლას, მეჩეთს და სხვა ადმინისტრაციულ შენობები მარაგდება მოქალაქემ ქვეწარმავლები და ამფიბიები იპოვა.

აღნიშნული ფოტოებიც სწორედ მან მოგვაწოდა და გვიყვება, რომ მასთან წყალი შეწყდა ავზთან წყლის მილის შესაკეთებლად მივიდა. მისულს კი ეს მდგომარეობა დახვდა, მისივე თქმით, ავზიც დაბინძურებულია.

ხულოს წყალკანალის უფროსმა ფაქტის შესახებ „აიპრესიდან“ გაიგო, როგორც თავად ამბობს მსგავსი შემთხვევა ხულოში იშვიათია, როგორც თავად „აიპრესთან“ აცხადებს აღნიშნულ ავზს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა და ბოლოს 6 ოქტომბერს დაიქლორა, ხოლო შემდეგი დაქლორვა გრაფიკით ხვალ მოუწევს.

ბადრი აბაშიძე ვერ ხსნის თუ საიდან მოხვდნენ სასმელი წყალში ქვეწარმავლები, თუმცა ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ავზი მიწის სიღრმეში არ არის, იგი მიწის ზემოთაა. მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია შემოღობილია რადგან, პირუტყვმა არ დააზიანოს. ბადრი აბაშიძის თქმით ტერიტორიას ხვალ კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ და მისი დაქლორვაც მოხდება.

Comments
Loading...