- Advertisement -

სოფელ ჩუმლაყში 25 წლის ანზორ სეფიაშვილს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 25 წლის ანზორ სეფიაშვილს ეძებენ. ის სახლიდან 19 ივლისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

"ჩემი ძმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 19 ივლისს გურჯაანში პენსიის ასაღებად წავიდა. მისი კვალი ჭანდარში წყდება, საზამთროს გამყიდველმა კაცმა იცნო. მანამდეც იყო ასეთი შემთხვევა, მიდიოდა და სახლში აღარ ბრუნდებოდა.

ნომერი მქონდა დატოვილი ამ საზამთროს გამყიდველ კაცთან. მან გაჩერება სთხოვა ჩემს ძმას, მაგრამ სანამ მე დამიკავშირდა, ანზორიმ აღარ მოიცადა და იქიდან წავიდა. პოლიციას 19 ივლისსვე მივმართეთ და მაშინვე მოახდინეს რეაგირება, ჩვენი ძალებითაც ვეძებთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ“ – განაცხადა ანზორ სეფიაშვილის ძმამ, ჯაბა სეფიაშვილმა. ოჯახი მოუწოდებს საზოგადოებას, დაკარგული ახალგაზრდის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში

დაუკავშირდნენ ოჯახს- 551 40 40 20.

Comments
Loading...