- Advertisement -

სოფელ წინარეხის სასოფლო კლუბში მოსწვლეებმა საბავშო მიუზიკლი “წითელქუდა” წარმოადგინეს

სოფელ წინარეხის სასოფლო კლუბში, სოფლის საჯარო სკოლის მოსწვლეებმა საბავშო მიუზიკლი „წითელქუდა“ წარმოადგინეს. პატარა „მსახიობებმა“ როლებს თავი ოსტატურად გაართვეს და მაყურებელთა მოწონება და ოვაციები დაიმსახურეს.

გარკვეული პერიოდი ვემზადებოდით მიუზიკლისათვის, ბავშვები თავდაუზოგავად მუშაობდნენ და სკოლის პედაგოგებიც გვედგნენ მხარში. მინდა გნსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს წინარეხის ადმინისტრაციულ ერთეულში ესტატე აბულაძეს, რომელიც აქტიურად გვეხმარებოდა – აღნიშნა მუსიკის პედაგოგმა და მიუზიკლის დამდგმელმა იზა ჩაკვეტაძემ.

ღონისძიება საქველმოქმედო იყო. შემოსული თანხა სოფლის ოთხშვილიან – ბერბიჭაშვილების ოჯახს გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები.
 

Comments
Loading...