- Advertisement -

სოფელ ჭანდარში “უროიანის” უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში "უროიანის" უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, ასფალტის საფარი 768 მეტრზე დაიგება.

„რეაბილიტაციისთვის 389 538 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება, თანადაფინასებაში შევა ადგილობრივი თვითმმართველობაც 13.5%-ით. გზის ორივე მხარეს მოეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხები. სოფლისთვის ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყოველთვის პრიორიტეტად ასახელებდნენ ამ გზის რეაბილიტაციას. ეს მონაკვეთი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო“-განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.


სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, წინანდადებების მიღება 3 აგვისტოს დასრულდება.

Comments
Loading...